დღეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა საბჭოს მიერ, მიმდინარე წლის 10 აპრილს, გამოცხადებული მედიისა და ხელოვნების დარგში პირველი კონკურსის „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ შესარჩევი კომისიის პირველი შეკრება. დაზუსტდა ჟიურის შემადგენლობა და ცვლილებები შევიდა კონკურსის პირობებში. განცხადების შემოტანის ბოლო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 28 სექტემბერი.
კომისიის წევრებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და კონკურსის მნიშვნელობაზე, რომელიც ყოველწლიური იქნება.
„მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ პრიზი მიზნად ისახავს მედიისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე პირების მიერ საერთო სასამართლოების მუშაობის გაშუქებას.
კონკურსის ფარგლებში განისაზღვრა ნომინაციები 5 სხვადასხვა კატეგორიაში ბეჭდური მედია; ტელევიზია; რადიო; ბლოგი; პლასტიკური ან საშემსრულებლო ხელოვნება.
შედეგების შეჯამება და გამარჯვებულის დაჯილდოვება 2012 წლის დეკემბერში მოხდება.