საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გამოცხადებული ჰქონდა საბუთების მიღება მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსისათვის. დოკუმენტების მიღება მიმდინარეობდა 2010 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით. წინასწარ გამოცხადებულ ვაკანსიებზე სულ 35 მსურველი დარეგისტრირდა.
მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის შესაბამისად, პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ამ კანდიდატების დაუსწრებლად.