საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას სულ 49 კანდიდატი იღებდა, რომელთაგან კონკურსის მე-2 ტურში 34 კანდიდატი გადავიდა.
აღნიშნული 34 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 2009 წლის 9 ოქტომბერს 15 მოსამართლე დაინიშნა.
ახლადდანიშნული მოსამართლეებიდან, 2 თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობას დაემატება: ქეთევან დუგლაძე და ომარ ჯორბენაძე; 3 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს: თამარ სვანიძე, მარინა სირაძე, თეიმურაზ სიხარულიძე; 5 თბილისის საქალაქო სასამართლოს: ნაირა გიგიტაშვილი, ლიანა ორკოდაშვილი, მორის ფუხაშვილი, მაია შოშიაშვილი, მარინე ცერცვაძე; 3 ბათუმის საქალაქო სასამართლოს: ჯუმბერ ბეჟანიძე, ლერი თედორაძე და ვიოლეტა ფორჩხიძე, ხოლო 2 მოსამართლე შესაბამისად თელავისა და ახმეტის რაიონულ სასამართლოებში გამწესდებიან ნათელა ჯაშიაშვილი და ლაბაზა დუიშვილი.