2020 წლის 28 სექტემბრიდან (ორშაბათი - პარასკევი; 10-დან 18 სთ-მდე) მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მასზე არსებულ ინფორმაციას.
საკონკურსო საქმის გაცნობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 577 50 11 25 ან 599 73 93 39.
მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მის შესახებ მოძიებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ წერილობით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები.