2017 წლის 14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მოსამართლეობის კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათზე არსებულ ინფორმაციას.
საკონკურსო საქმის გაცნობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 577 50 11 25 ან 595 01 49 99.
მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მის შესახებ მოძიებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ წერილობით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები.