2010 წლის 29 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შეჯამდა როგორც მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის, ასევე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კონკურსის შედეგები.
2010 წლის 1 დეკემბრიდან საერთო სასამართლოების სისტემას კიდევ ერთი ახალი მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი შეემატება. ქეთევანი იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულია, მან სკოლა 2008 წელს დაამთავრა.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში კი მსმენელთა უკვე მე-6 ჯგუფი დაკომპლექტდა. 2010 წლის დეკემბრიდან სკოლაში სწავლას 10 მსმენელი შეუდგება, ესენი არიან: გელა ბადრიაშვილი, ეკატერინე ბიწაძე, ანა გოგიშვილი, არსენა კალატოზიშვილი, მადონა მაისურაძე, გენადი მაკარიძე, გიორგი მიქაუტაძე, დავით ნარიმანიშვილი, მარიკა ჩიტაშვილი და თამარ ხაჟომია.
ხვალ, 2010 წლის 1 დეკემბერს 12 საათზე, ახლადდანიშნული მოსამართლე ფიცს დადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე, ხოლო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები შეხვდებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს.