ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურის გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების შეფასების შედეგები

27 თებერვალი 2013

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგი სულ 9  გამოსაცდელმა გაასაჩივრა. მათ განცხადებით მიმართეს საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვეს გასაჩივრებული ტესტებისა და პასუხების სისწორის გადამოწმება. 9 საპრეტენზიო განცხადებიდან: 1 - გასაჩივრებული იყო საერთო სპეციალიზაციით, 2 - სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და 6 სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

 

განცხადებების განხილვის შემდეგ გამსვლელი ქულა დააგროვა მხოლოდ 5-მა გამოსაცდელმა, 1-მა საერთო სპეციალიზაციით, 2-მა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და 2-მა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2013 წლის 2 მარტს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერით ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 57 გამოსაცდელი.

 

იხილეთ თანდართული ფაილი