მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგი სულ 6 გამოსაცდელმა გაასაჩივრა. მათ განცხადებით მიმართეს საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვეს გასაჩივრებული ტესტებისა და პასუხების სისწორის გადამოწმება. 6 საპრეტენზიო განცხადებიდან: 1 - გასაჩივრებული იყო სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და 5 სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
განცხადებების განხილვის შემდეგ გამსვლელი ქულა დააგროვა მხოლოდ 2-მა გამოსაცდელმა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2012 წლის 5 მაისს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერით ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 39 გამოსაცდელი, რაც გამოცდაზე მონაწილეთა 38.61%–ს წარმოადგენს.