ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დასრულებულია

17 ივლისი 2018

საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობს 238 გამოსაცდელი - 8 საერთო, 110 სისხლის სამართლის და 120 სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

გამოსაცდელებმა საჭირო დოკუმენტები აპლიკანტის პორტალზე 2018 წლის 29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ელექტრონულად წარადგინეს. ელექტორნულად მიეცათ გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესაძლებლობაც.

ტესტური გამოცდა 2018 წლის 21 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საგამოცდო დარბაზში ჩატარდება.

რეგისტრაცია 8:00საათზე, გამოცდა კი 9:00 საათზე დაიწყება.

საგამოცდო ტესტი 100 არჩევითპასუხიან დავალებას მოიცავს. დავალებები 3 დონედ იყოფა: მარტივი, საშუალო და რთული. ტესტური დავალების შესასრულებლად გამოსაცდელს 5 საათი აქვს. 75 ან მეტ ქულის დაგროვების შემთხვევაში ის შემდეგ ეტაპზე გადადის და უფლება აქვს წერითი გამოცდა ჩააბაროს.

გამოცდის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თითოეული გამოსაცდელისათვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენას. ტესტური გამოცდის პასუხები მოწმდება ელექტრონული სისტემის საშუალებით და გამოსაცდელისთვის გამოცდის დასრულებისთანავე ხდება ცნობილი.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა 2018 წლის 28 ივლისს ჩატარდება.