მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა.
2019 წლის 2 თებერვალს ჩატარდა გამოცდის მეორე - წერითი ეტაპი. მეორე ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 34-მა გამოსაცდელმა. წერითი გამოცდის შედეგები გამოსაცდელებს იმავე დღეს ეცნობათ, აპლიკანტის პორტალის მეშვეობით.
4-5 თებერვალს გამოსაცდელებს საშუალება ჰქონდათ გაესაჩივრებინათ წერით გამოცდაზე მიღებული შედეგები. გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს საჩივრით მიმართა 9 გამოსაცდელმა. საჩივრების განხილვის შედეგად სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ერთმა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში 2-მა გამოსაცდელმა გამსვლელი ქულა მიიღო.
აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, 2019 წლის იანვრის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა წარმატებით 25-მა გამოსაცდელმა ჩააბარა: 14-მა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით და 11-მა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.