მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა.
გამოცდაზე რეგისტრირებულ პირებს საფასურის გადახდა 22 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 2019 წლის 4 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
გამოცდის საფასური 200 ლარს შეადგენს.
გამოცდა 26 იანვარს და 2 თებერვალს ჩატარდება.