201 გამოსაცდელიდან გამოცდის პირველი ეტაპი ორმოცდათორმეტმა მონაწილემ გადალახა. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ოცდაცამეტმა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში კი ცხრამეტმა გამოსაცდელმა გადალახა.
ტესტური გამოცდის მიმდინარეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი აკვირდებოდა.
რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 18 მარტს ჩატარდება.
წერით გამოცდამდე კი ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს - 2023 წლის 12 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, წინანდლის ქუჩა, N9;
13 მარტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ბოჭორმის ქუჩა, N12;
10:00 საათიდან 18:00 საათამდე