რეგისტრირებული 128 აპლიკანტიდან გამოცდაზე 124 პირი გამოცხადდა.
გამოცდის პირველი ეტაპი 124 გამოსაცდელიდან 31-მა მონაწილემ გადალახა. მათგან 18 გამოსაცდელი არის სისხლის სამართლის , 13 კი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი 2 თებერვალს ჩატარდება.