ტესტური გამოცდა 158 გამოსაცდელიდან 50-მა მონაწილემ ჩააბარა. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში 21-მა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში 29 გამოსაცდელმა გადალახა.
რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 24 სექტემერს ჩატარდება.
წერით გამოცდამდე კი ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს, 2023 წლის 18 და 19 სექტემბერს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ)
მისამართი: წინანდლის ქუჩა, N9