51 გამოსაცდელიდან გამოცდა 37-მა პირმა ჩააბარა. 15-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში - 15-მა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში - 22-მა გამოსაცდელმა გადალახა.
წერითი გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 10 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს - 2023 წლის 25 და 26 სექტემბერს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
საპრეტენზიო განაცხადები მიიღება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ)
მისამართი: წინანდლის ქუჩა, N9