63 გამოსაცდელიდან გამოცდა 51-მა პირმა ჩააბარა. 15-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში - 28-მ, სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში - 22-მა, ხოლო საერთო სპეციალიზაციაში 1-მა გამოსაცდელმა გადალახა.
წერითი გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 10 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს - 2023 წლის 12 და 13 ივნისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
საპრეტენზიო განაცხადები მიიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში, მის.: თბილისი, ბოჭორმის ქ. 12.