57 გამოსაცდელიდან გამოცდა 38-მა პირმა ჩააბარა. 15-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში - 27-მა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში - 11-მა გამოსაცდელმა გადალახა.
წერითი გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 10 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს - 2023 წლის 20 და 21 მარტს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. საპრეტენზიო განაცხადები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში მიიღება, მის.: თბილისი, ბოჭორმის ქ. 12.