74 გამოსაცდელიდან გამოცდა 32-მა პირმა ჩააბარა. 15-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში - 25-მა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში - 5-მა და საერთო სპეციალიზაციაში - 2-მა გამოსაცდელმა გადალახა.
წერითი გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 10 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს - 2022 წლის 30 და 31 მაისს, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე. საპრეტენზიო განაცხადები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში მიიღება, მის.: თბილისი, ბოჭორმის ქ. 12.