მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის თანხას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირები არ გადაიხდიან.
გამოცდის საფასურისგან მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო.
ცვლილება „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წესში შევიდა.