მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის გამართვის თარიღი ცნობილია.
გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) 2020 წლის 18 იანვარს, მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) კი 2020 წლის 25 იანვარს ჩატარდება. გამოცდაზე დაშვების მიზნით რეგისტრაცია შესაძლებელია 2019 წლის 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო.