მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის გამართვის თარიღი ცნობილია.
გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) 2019 წლის 26 იანვარს, მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) კი 2019 წლის 2 თებერვალს ჩატარდება. გამოცდაზე დაშვების მიზნით რეგისტრაცია შესაძლებელია 2019 წლის 4 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო და სპეციალიზაციების მიხედვით ჩატარდება.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო.