ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები გრძელდება

11 სექტემბერი 2008
2008 წლის 13 სექტემბერს, 9 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (მისამართი: ბულაჩაურის ქ #7ა) ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა.

წერით გამოცდაზე მონაწილეობას მიიღებს 28 პირი, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) წარმატებით ჩააბარეს და გამსვლელი ქულა დააგროვეს.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოსაცდელებმა ექვსი საათის განმავლობაში უნდა ამოხსნან საგამოცდო ბილეთი, რომელიც ხუთი საკითხისაგან (კაზუსი) შედგება.

საგამოცდო ბილეთის თითოეული საკითხი ფასდება ხუთქულიანი სისტემით. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 15 ქულას.