2010 წლის 26 ივნისს 9 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (მის: ბულაჩაურის #7) ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა.
წერით გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) წარმატებით ჩააბარეს და გამსვლელი 75 და მეტი ქულა დააგროვეს. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერით ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 41 გამოსაცდელი.
წერითი გამოცდა ტარდება ერთ ტურად. გამოსაცდელმა ექვსი საათის განმავლობაში უნდა ამოხსნას საგამოცდო ბილეთი, რომელიც ხუთი საკითხისაგან (კაზუსი) შედგება. საგამოცდო ბილეთის თითოეული საკითხი ფასდება ხუთქულიანი სისტემით. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 15 ქულას.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში , საქართველოს ისუტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.