2009 წლის 5 დეკემბერს 9 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მის: გუდიაშვილის #7) ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა.
წერით გამოცდაze დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) წარმატებით ჩააბარეს და გამსვლელი ქულა დააგროვეს. წერით გამოცდაზე მონაწილეობას მიიღებს 44 პირი .
წერითი გამოცდა ტარდება ერთ ტურად. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოსაცდელებმა ექვსი საათის განმავლობაში უნდა ამოხსნან საგამოცდო ბილეთი, რომელიც ხუთი საკითხისაგან (კაზუსი) შედგება.
საგამოცდო ბილეთის თითოეული საკითხი ფასდება ხუთქულიანი სისტემით. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 15 ქულას.