2009 წლის 28 ნოემბერს 9 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლოთეკის შენობაში (მის: გუდიაშვილის ქ. #7) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპს (ტესტურ გამოცდას).
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო კომისიაში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეობის მისაღებად საბუთები სულ 167-მა მსურველმა შემოიტანა. აქედან, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 83 გამოსაცდელი დარეგისტრირდა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 60 და საერთო სპეციალიზაციით 24.