ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები იწყება

25 სექტემბერი 2009

2009 წლის 26 სექტემბერს, 9 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობაში ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა).

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საორგანიზაციო კომისიაში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეობის მისაღებად საბუთები სულ 267-მა მსურველმა შემოიტანა. აქედან, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 138-მა, სამოქალაქო და საერთო სამართლის სპეციალიზაციით 96-მა და საერთო სპეციალიზაციით 33-მა.