ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები გრძელდება

14 მარტი 2008


 2008 წლის 15 მარტს, 9 საათზე, ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე, წერითი ეტაპი.

გამოცდის პირველი (ტესტური) ეტაპი წარმატებით 37-მა პირმა გაიარა. წერით გამოცდაზე მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ
იმ პირებს აქვთ, რომლებმაც პირველი (ტესტური) ეტაპი წარმატებით ჩააბარეს და გამსვლელი ქულა დააგროვეს.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს.