2023 წლის 25 იანვარს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) 2023 წლის 11 მარტს, მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) კი 2023 წლის 18 მარტს ჩატარდება.
გამოცდაზე დაშვების მიზნით რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და საგამოცდო პროგრამა განთავსებულია საბჭოს გადაწყვეტილებების გვერდზე, ძიებისას: კატეგორიის ველში უნდა ამოარჩიოთ “დადგენილება (კონსოლიდირებული)“, ხოლო ნომრის ველში მიუთითოთ - 1/152