ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა გრძელდება

28 თებერვალი 2013

2013 წლის 2 მარტს 9:00 საათზე (მის: ქ. თბილისი, ბულაჩაურის ქ. #7ა) ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა.

 

გამოცდაზე მონაწილეობას მიიღებს 57 გამოსაცდელი, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ტესტური გამოცდა და დააგროვეს 75 და მეტი ქულა.

 

საგამოცდო ფურცლის გაცემა იწარმოებს 1 მარტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10: 00 საათიდან 18:00 საათამდე.