ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა გრძელდება

28 ოქტომბერი 2011

2011 წლის 29 ოქტომბერს, 9:00 საათზე (მის: ქ. თბილისი, ბულაჩაურის ქ. №7ა) ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა.


გამოცდაზე მონაწილეობას მიიღებს 47 გამოსაცდელი, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ტესტური გამოცდა და დააგროვეს 75 და მეტი ქულა.


საგამოცდო ფურცლის გაცემა იწარმოებს დღეს, 28 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.