2011 წლის 24 სექტემბერს, 9:00 საათზე (მის: ქ. თბილისი, ბულაჩაურის ქ. №7ა) ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა.
გამოცდაზე მონაწილეობას მიიღებს 27 გამოსაცდელი, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ტესტური გამოცდა და დააგროვეს 75 და მეტი ქულა. მეორე ეტაპი მოიცავს წერით გამოცდას, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის მისაღებ კონკურსში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 23 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. გამოცდაზე მონაწილეობის მისაღებად საბუთები სულ 252 - მა მსურველმა შემოიტანა.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტური გამოცდა ჩატარდა 2011 წლის 17 სექტემბერს, საგამოცდო კრებული სამართლის სხვადასხვა დარგის 100 ტესტს შეიცავდა. მეორე ეტაპზე გასასვლელად გამოსაცდელს 75 და მეტი ქულა უნდა დაეგროვებინა.