მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში 21-მა მსურველმა გააკეთა განაცხადი.
მოსამართლეობის კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია 28 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
2022 წლის 25 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი რაიონული(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა 76 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა.
განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში მოსამართლეობის კანდიდატმა უნდა შეავსოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის საშუალებით.