ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი!

15 ივნისი 2015

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 15 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი დამატებით 8 ვაკანსიაზე:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატა - 1 საშტატო ერთეული

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია - 1 საშტატო ერთეული

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია  - 1 საშტატო ერთეული

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია  - 1 საშტატო ერთეული

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია - 1 საშტატო ერთეული

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - 1 საშტატო ერთეული

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - 1 საშტატო ერთეული

ცაგერის რაიონული სასამართლო - 1 საშტატო ერთეული 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით.

რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 28 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციის პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტები იხილეთ კონკურსის შესახებ განთავსებულ პირველ განცხადებაში ან ბმულზე: http://hcoj.gov.ge/ge/gamotskhadda-mosamartleobis-kandidatta-shesarchevi-konkursi/2463