საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსი 12 სექტემბერს გამოცხადდა და რეგისტრაცია 22 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. საბუთები 168 კანდიდატმა შეიტანა. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 8 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე გაგრძელდა.
კანდიდატების შერჩევა მოხდება საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების, კანდიდატის საქმიანი და მორალური რეპუტაციის, განათლების, ინტელექტის, პროფესიული გამოცდილების, პიროვნული მახასიათებლების, მოტივირების, საქმისადმი დამოკიდებულების, კომუნიკაბელობისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს მოსამართლის თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
კონკურსის შედეგები საზოგადოებისათვის ახლო მომავალში გახდება ცნობილი.