2022 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლეთა
XXXI კონფერენცია გაიმართა.
მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს - ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.
“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მოსამართლეებს მხარდაჭერისთვის. მთავარი პრობლემა, რომელიც მიმაჩნია, უნდა გამოსწორდეს - ეს არის გადატვირთულობა. საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსახლეობის წინაშე ვიყოთ მართლები, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად, არ იქნება საქმეების გაჭიანურება”,-განაცხადა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა საბჭო დატოვეს.
“პირველ რიგში, მადლობა კოლეგებს რომ ნდობა გამომიცხადეს ხელახლა.
უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო საბჭოს წევრი და დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესები, როგორც ყოველთვის ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი. ჩემს გამოცდილებას და ცოდნას მოვახმარ ისევ და ისევ იმას, რომ სასამართლო კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს”,-განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან
კონფერენციას 279 მოსამართლე დაესწრო.