ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეთა შერჩევა და დანიშვნა, გასაუბრება და შეფასების საკითხებზე ორ დღიანი სემინარი ჩატარდა

27 ივნისი 2016

2016 წლის 24-26 ივნისს ბორჯომში, სასტუმრო „ქრაუნ პლაზაში“, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG)“ მხარდაჭერით, გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თემაზე: მოსამართლეთა შერჩევა და დანიშვნა: გასაუბრება და შეფასება.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მოსამართლეთა შერჩევისა და შეფასების პროცედურები, ამჟამინდელი პრაქტიკა და იმსჯელეს შესაძლო გაუმჯობესების გზებზე. ჩატარდა იმიტირებული გასაუბრებები, მონაწილეებმა განიხილეს რეალურ კანდიდატებთან გასაუბრების ვიდეოჩანაწერები. შეხვედრის ბოლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა განიხილეს ,,მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების წესის“ საქართველოს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილების თაობაზე შემოთავაზებული ცვლილებები.