ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

18 სექტემბერი 2018

ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. კვლევის შედეგები USAID/PROLoG -ის ექსპერტმა იესპერ ვიტრუპმა წარადგინა. სასამართლო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მართლმსაჯულების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსამართლეთა ამჟამინდელი რაოდენობა არსებული საქმეების გათვალისწინებით დაბალია. ექსპერტების მიერ რეკომენდაციები შემუშავდა. კვლევის შედეგებით საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს სჭირდება 410 მოსამართლე, ან მათი რაოდენობა 380-დან 450-მდე უნდა გაიზარდოს.

პრეზენტაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მოსამართლეები, დამოუკიდებელი ინსპექტორი, საკანონდებლო ხელისუფლების, არასამათავრობო და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კვლევა ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროკავშირის პროექტის - EU4Justice და USAID -ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის - PROLoG -ის მხარდაჭერით განხორციელდა.