საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად საბუთები 310–მა მსურველმა შეიტანა, რომელთაგანაც გამოცდაზე 259 გამოცხადდა. გამოცდის პირველი (ტესტური) ეტაპი წარმატებით 83–მა პირმა გაიარა. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე (წერითი) ტურის შედეგად, გამსვლელი ქულა მხოლოდ 55-მა პირმა დააგროვა. წერით გამოცდაზე მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ იმ პირებს ჰქონდათ, რომლებმაც პირველი (ტესტური) ეტაპი წარმატებით ჩააბარეს და გამსვლელი ქულა დააგროვეს. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ კანდიდატს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში.