2014 წლის 21 ნოემბერს, 10 საათზე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიხსნება მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „მოსამართლის პროფესიული კარიერა და სასამართლოს ადმინისტრირება სამართლებრივ სახელმწიფოში“.
სტუმრებს მიესალმება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი და პოლონეთის ელჩის მრჩეველი ბ-ნი მარცინ ჟოჰოვსკი.
კონფერენციაში მონაწილეებას მიიღებენ, გერმანელი, პოლონელი, თურქი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოსამართლეები, ასევე ხორვატი ექსპერტი ევროკავშირის კერძოდ კი ასოცირების ხეშეკრულების საკითხებში.
ღონისძიების იმართება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ორგანიზებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით.
კონფერენცია ორი დღე (21-22 ნოემბერი) გაგრძელდება.