მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნო კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ საქართველოს მოსამართლეთა მე-10 (რიგგარეშე) კონფერენცია გაიმართება 2013 წლის 9 ივნისს 11.00 საათზე.
კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოების საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციული კომიტეტის ყველა სხდომა იყო ღია და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო.
მოგმართავთ თხოვნით, მოსამართლეთა კონფერენციის საჯაროობისათვის კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც (7 ივნისის 18.00 საათამდე), წარმოადგინოთ თქვენი კანდიდატურა.
აკრედიტაციისთვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე- ქ. თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. N32. საკონტაქტო პირები: გულიკო ორთოიძე, ტელ: 577 71 10 50; ირაკლი ართილაყვა, ტელ: 577 44 99 48.