2017 წლის 24 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 299 მოსამართლიდან, 279 მიიღო.
კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეებმა, 2/3-ის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე (246 ხმა ) აირჩიეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად კი - ირაკლი შენგელია ( 259 ხმა), ირაკლი ბონდარენკო ( 256 ხმა), დიმიტრი გვრიტიშვილი (268 ხმა) და ვასილ მშვენიერაძე (243 ხმა).
მოსამართლეთა კონფერენციაზე, ასევე, ფარული კენჭისყრით, 2/3-ის უმრავლესობით, არჩეულ იქნა სადისციპლინო კოლეგიის წევრები - ამირან ძაბუნიძე (251 ხმა), თეა ძიმისტარაშვილი (263 ხმა) და ნიკოლოზ მარგველაშვილი (247 ხმა).