ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე 205 ხმით აირჩია

17 ივნისი 2013

2013 წლის 16 ინისს გამართულ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა კონფერენციაში მონაწილე 224 მოსამართლიდან 222-მა მიიღო. აქედან 205-მა ლევან მურუსიძეს მისცა ხმა. 17 ბიულეტენი კი ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ცნო. 

კენჭისყრის დაწყების წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნობის ოთხმა კანდიდატმა, მოსამართლეებმა ილონა თოდუამ, პაატა სილაგაძემ, გიორგი შავლიაშვილმა და თამარ ალანიამ საკუთარი კანდიდატურები მურუსიძის სასარგებლოდ მოხსნეს.

მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენცია, 2013 წლის 9 ივნისს გაიხსნა სადაც მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აირჩიეს. გუშინ  გამართულ კონფერენციაზე კი კენჭისყრის წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის არჩევის გარდა მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრები დაამტკიცეს. ასევე აირჩიეს ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე და განსაზღვრეს სადისციპლინო კოლეგიაში პარლამენტის მიერ არჩეული წევრების ანაზღაურების ოდენობა.