ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეებს, სასამართლოს აპარატის და იუსტიციის საბჭოს თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ

01 ოქტომბერი 2013

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრთან ერთად, დღეს იუსტიციის საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მოსამართლეებისათვის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის გარდა ასევე გადაწყდა, რომ გაიზრდება იუსტიციის საბჭოს როლი სასამართლო რეფორმის განხორციელებაში.

შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოსამართლეებს, სასამართლოს აპარატის და იუსტიციის საბჭოს თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ.

 

გადადით ბმულზე