ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეებს პროფესიული დღე მიულოცეს!

16 მაისი 2008
 2008 წლის 15 მაისს, მოსამართლის პროფესიული დღის აღსანიშნავად ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში გაიმართა მიღება საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის. მოსამართლის პროფესიული დღე 2002 წლიდან აღინიშნება.

ღონისძიება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა და მოსამართლეებს პროფესიული დღე მიულოცა. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება მოსამართლეის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად და იმედი გამოთქვა, რომ მალე მოსამართლეობა საზოგადოების მიერ ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ პროფესიად იქნება მიჩნეული.

მოსამართლეთა ასოციაციის სახელით, მოსამართლეებისა და ჟურნალისტების მიერ, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ეზოში სიმბოლურად მარადმწვანე ხე დაირგო, რომელიც ქვეყანაში სიმართლისა და სამართლიანოიბის მარადიულობის სიმბოლო იქნება.

ღონისძიების დასასრულს მოსამართლეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ სპექტაკლს ,,ბედნიერი ერი” , რომელიც ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძისა და მწერალ ოთარ ჭილაძის ნაწარმოების მიხედვით არის დადგმული.

მოსამართლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.