ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოსამართლეებმა ფიცი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე დადეს

14 სექტემბერი 2007

 

 2007 წლის 14 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შვიდმა ახლადდანიშნულმა მოსამართლემ ფიცი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე დადო.
ადრე მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანო იყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი თავმჯდომარეობდა. შესაბამისად, მოსამართლეებიც ფიცს პრეზიდენტის წინაშე დებდნენ. საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციად განისაზღვრა მთელი რიგი იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელზეც მანამდე საქართველოს პრეზიდენტი იღებდა გადაწყვეტილებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოსამართლის დანიშვნა და გათავისუფლება, სასამართლოების შექმნა და სამოქმედო ტერიტორიის, სასამართლოებში კი მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრა, მოსამართლეთა სპეციალიზებული კოლეგიების შექმნა, სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა და მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილება.
ფიცის დადების შემდეგ, ახლადდანიშნული მოსამართლეები თავიანთ უფლებამოსილების განხორციელებას საქართველოს სხვადასხვა სასამართლოებში შეუდგებიან.