დღეს, 26 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა - ლევან მურუსიძემ და საბჭოს წევრებმა მოლდოვეთის რესპუბლიკის სასამართლოს დელეგაციას უმასპინძლეს.
ვიზიტის მიზანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ქართული სასამართლო სისტემის რეფორმის მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიღება და გამოცდილებების გაზიარება გახლდათ. დელეგაციის წევრები გაეცნენ საბჭოს მუშაობის სპეციფიკას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესზე.
მოლდოველმა სტუმრებმა ქართველი კოლეგებისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.