დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოლდოვას დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, მოლდოვას იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, მოსამართლეთა ასოციაციის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
მოლდოვას დელეგაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრი კახა კობერიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი ლაშა მაღრაძე და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი მოლდოველი კოლეგებისთვის საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმების გაცნობა იყო. ისაუბრეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებაზე, საქართველოში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის მთავარ მიმართულებებსა და რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე.
მოლდოველმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში გატარებული სასამართლო რეფორმა, დეტალურად დაინტერესდნენ რეფორმის ცალკეული საკითხებით.
შეხვედრისას მოლდოველმა სტუმრებმა ქართველი კოლეგებისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.