პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1987 წლის 24 აპრილს.
განათლება
2004 წელს დაამთავრა გრ. კობახიძის სახელობის N 5 გიმნაზია.
2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2009 წელს გაიარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2014 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით.
2010-2011 წლებში გაიარა პრაქტიკა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.
2011 წელს გაიარა პროფესიული პრაქტიკა საქართველოს პროკურატურის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
2011-2012 წლებში იყო საქართველოს პროკურატურის სტაჟიორი.
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამანტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გ.მ.ს. გამომძიებელი, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გ.მ.ს. გამომძიებელი.
2016-2019 წლებში იყო ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.
2020-2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
2021-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლის საქმეთა მოსამართლე.
2022 წლის იანვრიდან ნოემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.