ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიხეილ ჩინჩალაძე

მიხეილ ჩინჩალაძე

მიხეილ ჩინჩალაძე

მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1978 წელს 9 მარტს ქ. თბილისში.

განათლება

1995 წელს დაამთავრა თბილისის N 57 საშუალო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა.

არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით.

2004 წელს გადაეცა სერტიფიკატი კომპლექსურ ფინანსურ დანაშაულთა თემაზე.

2007 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2007 წელს პროკურატურის რეფორმის პროექტში მონაწილეობისთვის მიენიჭა ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატი.

2009 წელს მონაწილეობა მიიღო ბერლინის საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე - „მდგრადი განვითარება საჭიროებს კანონიერებას“.

სამუშაო გამოცდილება

1999-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივნად, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწედ.

2004-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილედ. იყო შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი.

2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2007 წელს მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი - იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2007-2017 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი.

2007-2015 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2017-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2017 წლის მაისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო 2019-2020 წლებში იყო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2020 წლის აგვისტოდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე 5 წლის ვადით.

2022 წლის ივლისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით.