ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიხეილ გოგიშვილი

მიხეილ გოგიშვილი

მიხეილ გოგიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1966 წლის 7 ოქტომბერს ქ. მცხეთაში.

განათლება

1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშირო სამართლის სპეციალობით. მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება

1993-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს მეთაურის აპარატის იურიდიული განყოფილების სახელმწიფო მრჩევლად.

1994-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტად.

1995 წელს იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის სახელმწიფო მრჩეველი.

1996-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობის და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის სახელმწიფო მრჩევლად.

1999-2000 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე.

2000-2010 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე, ამავე პალატის თავმჯდომარე და სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

2008-2015 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი.

2010-2019 წლებში იყო სს საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

2013 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

2019 წლის ივნისიდან დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.